საქართველოში ჯეიმს აპატურაის ვიზიტი დასრულდა

12 დეკ 2018

,,საქართველოს ძალიან იმედიანად ვტოვებ, რეფორმები კარგად მიმდინარეობს, უკვე გვაქვს კარგი გეგმები მომავალი წლისთვის – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამგზავრებისას განაცხადა.  

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელმა  საქართველოში  აღმასრულებელი ხელისუფლების, მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.