ადმინისტრაციული შენობების ნაცვლად ქობულეთში უფრო მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსება სურთ

12 დეკ 2018

ქობულეთის სოფლებში ზენითსა და ოჩხამურში კი, ადმინისტრაციული შენობების ასაშენებლად გამოყოფილი 225 ათასი ლარის არამიზნობრიობაზე საუბრობენ. მოსახლეობასა და ოპოზიციას გამართლებულად, ამ თანხით, სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტა მიაჩნიათ.

მაგალითად, სოფლის ამბულატორიები, რომელიც ავარიულია, გზები, რომელიც ამორტიზებულია და კულტურის სახლები, სადაც გასული საუკუნის  80-იანი წლების შემდეგ რემონტი არავის გაუკეთებია.