აუთვისებელი 5 მილიონი - ოპოზიცია მერიის ფინანსურ გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს

13 დეკ 2018

საკრებულოს სხდომაზე დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ბათუმის მერიის ფინანსური გადაწყვეტილებები გააპროტესტეს და საბიუჯეტო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს. ისინი ამბობენ, რომ არასწორი პოლიტიკის გამო, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხა, 5 მილიონზე მეტი ლარი, დღემდე გაუხარჯავია

​ბათუმის ვიცე მერმა ოპოზიციონერ დეპუტატებს ის მიზეზები განუმარტა, რის გამოც თანხები აუთვისებელი დარჩა. 

თენგიზ პეტრიძის თქმით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა ვალდებულებები არ შეასრულეს. ვიცე-მერი ასევე ამბობს, რომ არჩევნების პერიოდში კანონმდებლობა მათ ბიუჯეტში კორექტირების შეტანას უკრძალავდა, რის გამოც ფინანსური ცვლილებები მხოლოდ დეკემბერში განხორციელდა.