პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ საკადრო გადახალისება იგეგმება - ირაკლი კობახიძე

13 დეკ 2018

პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ საკადრო გადახალისება იგეგმება, ამის შესახებ დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა. კობახიძე არ აკონკრეტებს, საკადრო ცვლილებები რომელ სახელისუფლებო რგოლს შეეხება. 

ცვლილებებს არ გამორიცხავს არც აჭარის დეპუტაცია, თუმცა არ ელოდებიან განახლებებს აჭარის მთავრობაში.