ინაუგურაციის გენერალური რეპეტიცია თელავში რამდენიმე საათში გაიმართება

14 დეკ 2018

ხვალ საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება.ბრძანებულების თანახმად, თანამდებობის დაკავების წინ საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი წარმოთქვამს საპროგრამო სიტყვას და დებს ფიცს.

რეპეტიცია თელავში დღეს იმ დროს იგეგმება, რა დროსაც ხვალ ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე სალომე ზურაბიშვილი ფიცს დადებს.