სისხლის გადასხმის აქცია

31 ივლ 2016

''გაიღეთ სისხლი, აჩუქეთ ბავშვებს სიცოცხლე'' -  ამ სახელწოდებით დონაციის აქცია ქობულეთის გამგეობაში გაიმართა. მასში ქობულეთის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები ჩაერთვნენ და იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს.