ზედა ვაშლოვანში ბიბლიოთეკა გაიხსნა

16 დეკ 2018

ხულოს მუნიციპალიტეტში რიგით მეათე  სასოფლო ბიბლიოთეკა სოფელ ზემო ვაშლოვანში გაიხსნა. დაწესებულება წიგნებით  საქართველოს  ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, საბიბლიოთეკო  ასოციაციამ, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა და ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო  ბიბლიოთეკამ  მოამარაგა.  ბიბლიოთეკა ასევე უზრუნველყოფილია  კომპიუტერული ტექნიკითა  და ინტერნეტით.

მოწყობილია  საბავშვო კუთხეც. ახალი სასოფლო ბიბლიოთეკა პროექტის ,,ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ ფარგლებში  გაიხსნა.