მოქალაქეები შეტევაზე გადმოსულ დათვებს, კანონის დარღვევის შიშით ვერ იგერიებენ

17 დეკ 2018

ხულოს სოფლებში მტაცებლების შემოსევას უჩივიან. მოსახლეობა ამბობს, რომ დათვები, უკვე წლებია მათ ბაღ-ბოსტნებსა და შინაურ ცხოველებს ანადგურებენ. ადგილობრივები, მზად არიან ცხოველებს საკუთარი ძალებით გაუმკლავდნენ, თუმცა კანონით ამის უფლება არ აქვთ.

გარემოსდაცვითი ზედხამხედველობის დეპარტამენტში, მოსახლეობას ურჩევენ, პრობლემის თაობაზე, შუამდგომლობისთვის ხულოს მერიას მიმართონ.