საქართველო და თურქეთი ერთობლივი ოპერატიული ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ

18 დეკ 2018

ტერორიზმსა და სხვა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, ქართველ პატიმართა უფლებების დაცვა თურქულ საპატიმროებში, ბავშვთა გატაცების შემთხვევები, თანამშრომლობა სამართლებრივი რეფორმების განხორციელებისას, ექსტრადიციისა და პატიმართა გადმოცემის საკითხები − ეს საკითხები  საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თურქეთის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრისას განიხილა.  

თეა წულუკიანი ოფიციალური ვიზიტით ანკარას ეწვია და თურქ კოლეგას  შეხვდა. შეხვედრის თემა საქართველო-თურქეთს შორის ორმხრივ თანამშრომლობას, მათ შორის,  სამართლებრივ ურთიერთდახმარებას, მართლმსაჯულების სფეროს რეფორმირებას,  პენიტენციურ სისტემებს შორის ოპერატიულ თანამშრომლობას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო.