ფინანსთა სამინისტრო ნახევარ მილიონ ლარს კვლევისთვის დახარჯავს

18 დეკ 2018

რა კვლევებზე დახარჯავს მომავალ წელს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ბიუჯეტში  გაწერილ ნახევარ მილიონამდე თანხას. უწყებაში აცხადებენ, რომ კვლევებმა ახალი ტურისტული ადგილები და შესაძლებლობები უნდა გამოავლინოს.

ერთ-ერთ   ასეთ ადგილად განიხილება გონიოს ყოფილი პოლიგონის  მიმდებარე ტერიტორია.   მომავალი წლიდან სამინისტრო ასევე განსაკუთრებულ აქცენტს, მაღალმთიანეთზე აკეთებს.