შსს-მ კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ქალი დააკავა

19 დეკ 2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ქალი დააკავა.    გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა  სოფელ ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანა დააზიანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტში მონაწილე პირსსისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.