კონსულტაციები ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების შესარჩევად

19 დეკ 2018

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა დასრულდა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, საქართველოს პრეზიდენტს ​ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე სულ ოთხი კანდიდატურა შესთავაზეს.