შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია

01 აგვ 2016

სოფელ დიდაჭარაში გზის ერთ კილომეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგება დასრულდა. სამუშაოები ჩატარდა სოფელ გაღმა რიყეთსა და ბეღლეთშიც, რისთვისაც 216 ათასი ლარი გამოიყო. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბეტონის საფარი კიდევ 4 სოფლის მიმართულებით დაიგება.