ხელოვნური განაყოფიერება, ფეხმძიმობის პერიოდი, ბავშვის განვითარება და კვება - ბათუმში სამედიცინო კონფერენცია გაიმართა

20 დეკ 2018

ხელოვნური განაყოფიერება და ამ სფეროში დანერგილი სიახლეები , ფეხმძიმობის პერიოდი, მშობიარობა და მშობიარობის რისკები, ბავშვების განვითარება და კვება - ამ საკითხებზე ბათუმში სამედიცინო კონფერენციაზე იმსჯელეს. შეხვედრას აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის კლინიკის მედიკოსი  ესწრებოდა.

კონფერენციის მონაწილეები ამბობენ, რომ რეგიონში მთავარ გამოწვევად სამედიცინო დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ექიმებისა და პაციენტების ინფორმირებულობა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობაა.