21 დეკ 2018
მიუხედავად იმისა რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები 15 დეკემბერს გამოცხადდა პოლიტიკურ სუბიექტებს ხულოში შენობები და კედლები სააგიტაციო მასალებისგან ჯერ არ გაუნთავისუფლებიათ.
როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტეს პარტიებს წერილობითი გაფრთხილება უკვე გაუგზავნეს. საარჩევნო კოდექსის თანახმად საარჩევნო სუბიექტებს რამდენიმედღიანი ვადა კიდევ აქვთ დარჩენილი. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჯარიმდებიან.