დასუფთავების აქცია

01 აგვ 2016

თამარის დასახლების სანაპიროზე დასუფთავების აქცია მიმდინარეობს. აქციის ფარგლებში აღნიშნული ტერიტორიიდან უხვი ნალექის შედეგად გამორიყული ნარჩენები გააქვთ. სანდასუფთავების სამსახურის ინფორმაციით, სარფი-ჩაქვის  სანაპირო ზოლი მთლიანად გაწმენდილია და  მხოლოდ ეს ტერიტორია იყო დარჩენილი. აქცია დღის ბოლომდე გაგრძელდება.