ქედაში საახალწლო ნაძვის ხე ხვალ აინთება

23 დეკ 2018

ქედაში საახალწლო ნაძვის ხე რუსთაველის ქუჩაზე ახალმოწყობილ ტერიტორიაზე უკვე დაიდგა. ნაძვის ხე  საზეიმოდ ხვალ აინთება და საახალწლო ღონისძიებები დაიწყება. ყოველდღიურად გაიმართება საახალწლო  სპექტაკლები, კონცერტები, საქველმოქმედო აქციები და გამოფენა- გაყიდვები.

გალა კონცერტი 31 დეკემბერს 22 საათზეა ჩანიშნული.  ღონისძიებები კულტურის ცენტრში  14 იანვრამდე გაგრძელდება. საახალწლო სამზადისისთვის მერიას 12 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.