23 დეკ 2018
ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის და ფერმერ ქალთა ასოციაციის წარმომადგენლებმა მცირე და საშუალო მეწარმეების, საჯარო მოხელეების და დაინტერესებული პირებს თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით არსებული გამოწვევები და მიღწევები გააცნეს.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით საჯარო შეხვედრაზე ისაუბრეს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესაძლებლობებზე. ღონისძიება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში გაიმართა.