პრეზიდენტი დღეს მრჩევლებს დაასახელებს

23 დეკ 2018

 საქართველოს პრეზიდენტი დღეს მრჩევლებს წარადგენს. წარდგენა ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება. სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციას ლაშა ჟვანია ხელმძღვანელობს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად კი დიმიტრი გაბუნია დაინიშნა.