ქედაში დღეს ნაძვის ხე აინთება

24 დეკ 2018

საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ დღეს 19 საათზე აინთება ქედაშიც. ახალი წლის მთავარი ატრიბუტი რამდენიმე დღეა  მდინარე აჭარისწყლის მარცხენა სანაპიროზე, ახალმოწყობილ ტერიტორიაზე განთავსდა. მუნიციპალიტეტის ცენტრში უკვე მოეწყო საშობაო განათებები. დღეს დაგეგმილია საშობაო გამოფენა-გაყიდვაც. საახალწლო ღონისძიებები 14 იანვრამდე გაგრძელდება.