24 დეკ 2018
რამდენიმე წუთებში ევროპის მოედანზე ბათუმის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება. წელს ნაძვის ხის ანთების პატივი იმ სპორტსმენებს ხვდებათ წილად, რომლებმაც წარმატებული სეზონი ჩაატარეს და ქალაქი საქვეყნო და საერთაშორისო დონეზე ასახელეს.
ცერემონიაზე გამოიფინება დროშაც, რომელიც ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის ტიტულის მინიჭებისას, ბრიუსელში გადაეცა.