29 დეკემბრამდე აჭარაში ცივი და ნალექიანი ამინდი იქნება

25 დეკ 2018

მომდევნო 3 დღის განმავლობაში სანაპირო ზოლში წვიმიანი და ცივი ამინდია მოსალოდნელი. დაბალი ტემპერატურის ფონზე კი ღამით შესაძლებელია თოვლჭყაპი. 

ბათუმში დასავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს, ჰაერის ტემპერატურა ღამით +5  დღისით კი  +6  გრადუსი იქნება. 

თოვლია მოსალოდნელი ზამთრის  კურორტებზეც. გომარდულში ​-4 -5 გრადუსი დაფიქსირდება. გოდერძის უღელტეხილზე კი უფრო ნაკლები, აქ ღამით ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაეცემა, დღისით კი -6 გრადუსი იქნება. 

საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში 29 დეკემბრამდე მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავის ფორმირებას შეუწყოს ხელი  და მეწყრული პროცესები გააქტიუროს.