საახალწლოდ პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება

26 დეკ 2018

 საახალწლოდ პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება. ამანათების შეგზავნა 28-29 დეკემბერს 09:00 საათიდან 19:00 საათამდე, 31 დეკემბერს კი 15:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

პროცესის შეუფერხებლად წარმართვას სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს.