ავარიული სახლების შესახებ საკითხი ბათუმის საკრებულომ გადადო

26 დეკ 2018

ბათუმის საკრებულომ ავარიული სახლების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გასატარებელი სპეციალური ღონისძიებების შესახებ მსჯელობა მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატის თხოვნის შემდეგ გადადო, რასაც „ქართულ ოცნება“-ში  აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

დეპუტატთა ნაწილს განკარგულების პროექტთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს. ბათუმის მერი აცხადებს, რომ პროექტის დამტკიცება მნიშვნელოვანია, რადგან ავარიული სახლებში ათობით ბათუმელი ცხოვრობს.