რა ღონისძიებებია დაგეგმილი 31 დეკემბრისთვის ქობულეთში?

29 დეკ 2018

ხვალ დღის 2 საათიდან დაიწყება ქობულეთში საახალწლო ღონისძიებები. ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილია საბავშო კონცერტი, წარმოდგენები ზღაპრის გმირების მონაწილეობით , ასევე მოეწყობა  ორიგინალური ხელნაკეთი ნაძვის ხეების კონკურსი და გამოფენა.

დაჯილდოვდებიან წლის წარმატებული ქობულეთელები. 20 საათიდან კი  მაყურებლის განწყობაზე მეგი გოგიტიძე იზრუნებს ,სცენას დაიკავებს ასევე ჯგუფი მიქსტურა და დიჯეი . ახალ წელს მოედანზე შეკრებილები ტრადიციულად  გრანდიოზული ფეიერვერკით შეხვდებიან.