30 დეკ 2018
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის სატრანსპორტო განყოფილების თანამშრომლებმა საახალწლო საჩუქრები და საოჯახო ნივთები გადასცეს ხელვაჩაურში, სოფელ კაპანდიბში მცხოვრებ მორთულაძეების ოჯახს. ექვსშვილიანი ოჯახი სოციალურად დაუცველთა სტატუსის მქონეა.
მაუწყებლის თანამშრომლებმა თანამოქალაქეებს ქველმოქმედებისკენ მოუწოდეს.