საახალწლო კონცერტი ქობულეთში

31 დეკ 2018

წვიმა არც ქობულეთისთვის აღმოჩნდა ხელისშემშლელი და საახალწლო კონცერტს ქობულეთიც მხიარულად და ენერგიულად შეხვდა, აქ სტუმრები სპეციალურად სხვა ქალაქებიდანაც ჩამოვიდნენ, კონცერტი პატარების გამოსვლებით დაიწყო, რასაც მეგი გოგიტიძის კონცერტი მოყვა, ბოლოს კი სცენა ჯგუფმა მიქსტურამ დაიკავა. კონცერტის მსვლელობისას დაჯილდოვდნენ გამორჩეული ქობულეთელები.