ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში საახალწლო კონცერტი გამართეს

31 დეკ 2018

ახალი წელი ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე კონცერტით აღნიშნეს, საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ მიწვეულ სტუმრებს, ქართული ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები წარუდგინეს.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, სამხედრო მოსამსახურეებს ფასიანი საჩუქრები გადასცეს, ღონისძიების ბოლოს სამხედროები სტუმრებს ქართული სამზარეულოთი გაუმასპინძლდნენ.