სეზონური ვირუსების გამო ბავშვთა საავადმყოფოში მიმართვიანობა გაიზარდა

01 იან 2019

გრიპის ვირუსის  გამო სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტების მიმართვიანობა, მედიკოსების ინფორმაციით გაზრდილია. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში, აცხადებენ, რომ  ჯერ-ჯერობით სერიოზული გართულების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

მათი თქმით წლის ამ პერიოდისთვის  გრიპისა და გაციების შემთხვევების ზრდა დამახასიათებელია. მედიკოსები ინფექციური დაავადებისგან დასაცავად მოსახლეობას პროფილაქტიკური ზომების მიღებას ურჩევენ.