სახურავის გადმოვარდის შედეგად დაშავებული 53 წლის კაცი გარდაიცვალა

04 იან 2019

ბათუმში გუშინ ძლიერი ქარის დროს, სახურავის გადმოვარდნის შედეგად დაშავებული კაცი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ის მედცენტრში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

დაშავებული ბათუმის მერიის სერვის - ცენტრის მენეჯერი იყო. ცხედარს ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება. რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება მეორე დაშავებული.