კაზინოს თანამშრომლების აქცია

02 აგვ 2016

ბათუმში კაზინო “აჭარაბეთ”-ის თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცულებმა გვიან ღამით აქცია გამართეს და მთავარი  მენეჯერის  - ნატო კურტანიძის სამსახურიდან გათავისფლება გააპროტესტეს. მათი ინფორმაციით, კაზინოს 2 თვეა ახალი დირექტორი ჰყავს და თანამშრომელი განმარტებების გარეშე დაითხოვეს. გაფიცულები ნატო კურტანიძის  სამსახურში აღდგენას ითხოვენ და სამსახურიდან დანარჩენი დასაქმებულების გაშვების საფრთხეებზე საუბრობენ. გაფიცულების ინფორმაციით, მთავარი მენეჯერის გარდა, გათავისუფლებულია რამდენიმე თანამშრომელიც.