სახურავის ჩამოვარდნის შედეგად მეორე დაშავებული კაცი რეანიმაციაში რჩება

05 იან 2019

ისევ მძიმეა სახურავის ჩამოვარდნის  შედეგად დაშავებული კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. პაციენტი მენჯის ძვლის მოტეხილობით და გულ-მკერდის დაზიანებით მესამე დღეა ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციაშია.

4 იანვარს, ჭავჭავაძის ქუჩაზე ძლიერი ქარის დროს მაღალსართულიანი კორპუსის სახურავი ნაწილობრივ ჩამოიშალა, რის შედეგადაც დაშავდნენ მოქალაქეები. გუშინ გარდაიცვალა ერთი დაშავებული, რომელიც ბათუმის მერიის თანამშრომელი იყო და შემთხვევის ადგილზე სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.