რუსთაველის ქუჩაზე ავტომობილი დაიწვა

05 იან 2019

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე ავტომობილი დაიწვა. თვითმხილველების თქმით, მანქანას ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა. შედეგად არავინ დაშავებულა, საწვავით სავსე ავზის აფეთქებამდე ხანძრის ჩაქრობა მეხანძრეებმა და მოქალაქეებმა ერთობლივად შეძლეს. 

გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო რაც ნივთის დაზიანება - განადგურებას გულისხმობს.