უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია - შეფასებები

06 იან 2019

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიას ოფიციალური პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია. პოლიტიკოსების განმარტებით, სახელისუფლებო პოზიცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საეკლესიო სამართლის  მიხედვით გარკვეული კანონიკური წესის დაცვით საქართველოს საპატრიარქო პირველი გააკეთებს განცხადებას.