2018 წელს ავტოავარიას 301 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

10 იან 2019

გასულ წელს, 11 თვის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 301 ადამიანი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით ავტოსატრანსპორტო დანაშაულის მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით +24.53%არის გაზრდილი. 

საერთო ჯამში კი ქვეყნის მასშტაბით 3 112  საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, 2017 წელს ეს ციფრი 2476 იყო, 582-ით ნაკლები.  სტატისტიკაში არ მოხვდა 2018 წლის დეკემბრის მონაცემები. 

სამართალდამცველებმა ავტოავარიის იმ შემთხვევების მხოლოდ 33.89% გახსნეს, როცა ავარიას ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.