პრეზიდენტმა ცესკო-ს წევრის ვაკანტურ ადგილზე გიორგი შარაბიძის და ნათია იოსელიანის კანდიდატურა წარუდგინა

10 იან 2019

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ ადგილზე გიორგი შარაბიძის და ნათია იოსელიანის კანდიდატურები განსახილველად წარუდგინა.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე - 12 მუხლის მე - 8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური  საარჩევნო  კომისიის წევრის გიორგი შარაბიძის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით წარმოშობილ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩა ორი ახალი კანდიდატურა.