14 იან 2019
სალომე ზურაბიშვილსა და მამუკა ბახტაძეს შორის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მამუკა ბახტაძეს ათონელის ქუჩაზე, სასახლეში უმასპინძლა.
შეხვედრაზე მათ სამომავლო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საკითხები განიხილეს. პრეზიდენტმა და მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრეს მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და სამომავლო საერთაშორისო ვიზიტების შესახებ.