უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა საკუთარ პოზიციას ჯერჯერობით არ აფიქსირებს

14 იან 2019

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა საკუთარ პოზიციას ჯერჯერობით არ აფიქსირებს. დეპუტატები აცხადებენ, რომ ავტოკეფალიის მილოცვის საკითხზე ისინი საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას ელოდებიან. ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ეკლესიებს შორის ურთიერთობები ეკლესიების საქმეა.