ხულო თუ დიდაჭარა - სახელის გადასარქმევად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

14 იან 2019

 ხულოში პეტიცია მზადდება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები მუნიციპალიტეტისთვის სახელის გადარქმევას ითხოვენ - ხულო, თუ დიდაჭარა? ამაზე ადგილობრივებს შორისაცაა აზრთა სხვადასხვაობა.

ერთიანი არაა არც საკრებულო, თუმცა დეპუტატები პოზიციის დაფიქსირებას თავს არიდებენ. ინიციატორი კი აცხადებს, რომ ეს არა ახალი სახელის დარქმევა, არამედ ძველის დაბრუნება იქნება - გოჩა ირემაძე ისტორიულ ჩანაწერებს იშველიებს.