დაკავება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით

18 იან 2019

პოლიციამ თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავა, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძების ინფორმაციით ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთეს საზღვარი.