პრაქტიკა პოლონეთის გემთსაშენ ქარხანაში 

18 იან 2019

ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯის სტუდენტები პრაქტიკულ კურსებს  პოლონეთის გემთსაშენ ქარხნებში გაივლიან.  გადაწყვეტილება პოლონეთის სამრეწველო პალატისა და გემთსაშენი ქარხნების წარმომადგენლების კოლეჯში სტუმრობისას მიიღეს.

სამშენებლო  მიმართულების ფაკულტეტის 50 სტუდენტმა ყოველწლიურად პრაქტიკასთან ერთად დასაქმების საშუალებაც ექნება.