სამსახურებრივი გულგრილობა - აფეთქების საქმეზე დაკავებულებს ბრალი წაუყენეს

18 იან 2019

სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით წაუყენეს ბრალი  დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს. 

თორნიკე ტატიშვილი და ვაზელ მამადიანი გუშინ დააკავეს. ბრალდებულების ადვოკატის, თამარ ჯაფარიძის განცხადებით, დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.