გაზის აფეთქების საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება

19 იან 2019

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებული ორი პირის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს. თორნიკე ტატიშვილისა და ვაზელ მამადიანს  ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.

არსებული ინფორმაციით, პროკურატურა მათი პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობას დააყენებს.