დიდ დიღომში აფეთქებული სახლის ტერიტორიაზე ზარალს ითვლიან

20 იან 2019

დიდ დიღომში აფეთქებული სახლის ტერიტორიაზე მოქალაქეები ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლებთან ერთად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ინფორმაციას საბოლოოდ საბურთალოს გამგეობას მიაწვდიან.

ავთანდილის N8-ში მოქალაქეები ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლებთან ერთად საცხოვრებელ კორპუსში ეტაპობრივად შედიან.16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. დაშავდა 8 ადამიანი.