შუახევის  374 მოქალაქეს მთის სტატუსი შეუჩერდა

20 იან 2019

შუახევის მუნიციპალიტეტში 374 მოქალაქეს  მთის სტატუსი  შეუჩერდა, 1004-ს კი შეუწყდა. შეწყვეტის მიზეზი, მოქალაქის განაცხადი ან საჯარო რეესტრიდან მისული  შეტყობინებაა. მთის კანონის შეღავათებით დროებით ვერ სარგებლობენ სტუდენტები და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი მოქალაქეები.  მთის  კანონი 2016 წელს ამოქმედდა.