„ჯანსაღი გარემო ბათუმის ქუჩებში“ - აქციის ფარგლებში პორტის მიმდებარედ ხეები დარგეს

20 იან 2019

„ჯანსაღი გარემო ბათუმის ქუჩებში“ - აქციის ფარგლებში პორტის მიმდებარედ მრავალწლოვანი გიგანტური ტუებისა და ირმის რქების ნერგები დარგეს.

წლის ბოლომდე გამწვანებისა და ლანდშაფტური  დაგეგმარების სამსახური, ქუჩებსა და ეზოებში  სამი ათასამდე  სხვადასხვა ჯიშის მცენარის დარგვას გეგმავს.