სტუდენტი საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციის წინააღმდეგ

20 იან 2019

 საზღვაო აკადემიის ყოფილი სტუდენტი სასწავლებლის წინააღმდეგ. სტატუსშეჩერებული სტუდენტის საქმე დღეს  საზღვაო სატრანსპორტო სააგენტომ განიხილა. შეგახსენებთ, საზღვაო აკადემიის ორ სტუდენტს სტატუსი დაახლოებით ერთი თვის წინ შეუჩერდა.

აკაკი კაცაძეს 1 წლით, ხოლო ანრი ხახუტაიშვილს 6 თვით.  გადაწყვეტილება დისციპლინურმა საბჭომ ახალგაზრდების ადმინისტრაციასთან დაპირისპირების გამო მიიღო, რასაც სიტყვიერ შეურაცხყოფა უძღოდა წინ.