მშენებლობა ცენტრალურ პარკთან ისტორიული განაშენიანების ზონაში

20 იან 2019

მალე იერს შეიცვლის კიდევ ერთი უბანი ბათუმში - ამჯერად ბათუმის ცენტრალურ პარკთან ახლოსაა დაგეგმილი მაღლივი საცხოვრებელი კორპუსის აშენება. არსებული ტერიტორია უკვე გაყიდულია - გაცემულია სამშენებლო ნებართვაც. 

ეს ტერიტორია „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული ისტორიული საზღვრების პირველად ვერსიაში  ხვდებოდა, საბოლოოდ საკრებულოს მიერ შეთანხმებული და კულტურის სამინისტროში გადაგზავნილი დოკუმენტის მიხედვით კი საზღვრებს მიღმა რჩება - ამ ადგილზე წითელი ხაზი პირდაპირ ტბასთანაა გავლებული.