მოსამართლეების შერჩევა - პრემიერ-მინისტრის შეფასება

21 იან 2019

,,არსებობს ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რითაც ხდება მოსამართლეების შერჩევა“- ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების შერჩევის საკითხს.

მამუკა ბახტაძის  თქმით,  სასამართლო არის დამოუკიდებელი შტო, ამიტომ  ის კრიტერიუმები და პროცედურები, რითაც მოხდება  მოსამართლეების წარდგენა   ყველა მხარის  ჩართულობით უნდა დადგინდეს.