სპორტული კლუბების გაუქმების საკითხი გადაიდო

03 აგვ 2016

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სპორტული კლუბების ერთ აიპიში გაერთიანებაზეც უნდა ემსჯელათ, თუმცა სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე იგი დღის წესრიგიდან მოიხსნა. ბათუმის მერის განცხადებით, ახალი აიპის ~ მიზანი არის ერთიანი მართვის სისტემის შექმნა. გიორგი ერმაკოვი ამბობს, რომ ცვლილებით ფინანსური, ეკონომიკური და სამართლებრივი საკითხები ერთ  სისტემაში მოექცევა. მერია საკითხს საკრებულოს კონსულტაციის შემდეგ წარუდგენს. შეგახსენებთ, მერიის ბალანსზე არსებული 7 სპორტული კლუბის ლიკვიდაციის  სანაცვლოდ აიპი ~სპორტული საკლუბო გაერთიანება ბათუმის~ დაფუძნება იგეგმება. საკრებულოს იურისტის განცხადებით, აზრთა სხვადასხვაობაა, ამიტომ  საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით განხილვა გადაიდო.